დიდი დაბრუნება - რომელ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

დიდი დაბრუნება - რომელ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელია

დიდი დაბრუნება - რომელ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელია
18-07-2023, 13:59
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი დიმაროში იმყოფება და ამხანაგური მატჩების გასამართად ემზადება. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლური გუნდი უახლოეს დღეებში ორ სატესტო შეხვედრას ჩაატარებს, მეტოქეები კი ანაუნე და სპალი იქნებიან.

როგორც იტალიურ მედიაში დაიწერა, პირველ შეხვედრაში, რომელიც 20 ივლისსაა ჩანიშნული, მონაწილეობას ისეთი მოთამაშეები მიიღებენ, რომლებმაც წინა კვირა გუნდთან ერთად მზადებაში გაატარეს, შესაბამისად, პირველ სატესტო თამაშში ხვიჩას არ უნდა ველოდოთ.

აი, რაც შეეხება სპალთან დაპირისპირებას (24 ივლისი), იქ მონაწილეობას მიიღებს როგორც კვარაცხელია, ისე ვიქტორ ოსიმენი და ეს დუეტიც დაგვიბრუნდება.

ცნობისთვის, ნაპოლი 28 ივლისს კასტელ დი სანგროში გადაინაცვლებს და 12 აგვისტომდე იქ დარჩებიან, ბოლო ერთ კვირას კი სერია A-ს პირველი მატჩისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ, რომელიც ნაპოლის 19 აგვისტოს გიორგი კვერნაძის ფროზინონეს წინააღმდეგ ელის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი