"სკუდეტოს მოგებას დაგპირდით და მოვიგეთ, ახლა კი.." - დე ლაურენტისი სიტყვით გამოვიდა » სპორტის ხაზი

"სკუდეტოს მოგებას დაგპირდით და მოვიგეთ, ახლა კი.." - დე ლაურენტისი სიტყვით გამოვიდა

"სკუდეტოს მოგებას დაგპირდით და მოვიგეთ, ახლა კი.." - დე ლაურენტისი სიტყვით გამოვიდა
23-07-2023, 11:13
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის გულშემატკივართა წინაშე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება რამდენიმე საინტერესო დეტალზე გაამახვილა:

მედიაზე

"ჟურნალისტებს ნუ მოუსმენთ, ისინი ხშირად ცრუობენ. ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ და ბევრი კარგი სიახლე გვაქვს, რის შესახებაც სულ მალე გაიგებთ. მადლობა, რომ მობრძანდით და თქვენი პატივისცემა გამოხატეთ, ამას ვაფასებთ."

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე

"ნაპოლისთან ხელშეკრულება 2029 წლამდე სულ ცოტა ხნის წინ განაახლა ჩვენმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ, რომელიც ნაპოლიში კიდევ დიდი ხნით დარჩება. ეს ყველაფერი არაა, კონტრაქტების განახლებაზე კიდევ ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში გამოჩნდება თუ ვის უყვარს ნაპოლი და ვის მიუწევს გული სხვა კლუბისკენ."

სამომავლო გეგმებზე

"შარშან იტალიის ჩემპიონატის მოგებას დაგპირდით და სიტყვაც ავასრულეთ. ჩემი შემდეგი დაპირება 12 აგვისტოს, სერია A-ს დაწყებამდე 1 კვირით ადრე იქნება.." - თქვა დე ლაურენტისმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი