რამდენიმე დღის წინ 'ნაპოლის' სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას შეხვდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ესაუბრა. ამ ინფორმაციის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport - ი გვამცნობს.
"ნაპოლის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას შეხვდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ესაუბრა. ნაპოლის სურს, რომ სიურპრიზებისგან თავი დაიზღვიოს. ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, სეზონში 1,4 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ბოლო დღეებში, ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კვარაცხელიას გარემოცვას შეხვდა, რათა დაეწყო საუბარი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე“ – ამტკიცებს Corriere dello Sport.
როგორც ჩანს ხვიჩას კარგი თამაში პარტენოეპეის აიძულებს, რომ ახალ კონტრაქტზე იფიქროს, რადგან ქართველის გადაბირება უკვე რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს.