"ასეთი განზარხვა არ გვაქვს, ეს ცრუ ინფორმაციაა" - ოსიმენის აგენტი » სპორტის ხაზი

"ასეთი განზარხვა არ გვაქვს, ეს ცრუ ინფორმაციაა" - ოსიმენის აგენტი

"ასეთი განზარხვა არ გვაქვს, ეს ცრუ ინფორმაციაა" - ოსიმენის აგენტი
18-07-2023, 13:03
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა Il Mattino-მ დაწერა, რომ ვიქტორ ოსიმენი და მისი აგენტი ნაპოლისთან კონტრაქტის განახლებას არ ჩქარობენ, რადგან მათ სურთ, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ყველა არსებული შემოთავაზება განიხილონ.

აღნიშნული მედიის ამ სტატიას ეხმაურება ნიგერიელი ფორვარდის აგენტი სახელად რობერტო კალენდა, რომელიც Il Mattino-ს ინფორმაციას ცრუს უწოდებს:

"წავიკითხე მათი სტატია და ეს ასე არაა. ჩვენ არანაირი განზარხვა არ გვაქვს იმისა, რომ სხვა გუნდების წინადადებები განვიხილოთ და ნაპოლისთან კონტრაქტზე საუბარი ამის გამო გავწელოთ, ეს ცრუ ინფორმაციაა." - თქვა კალენდამ

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს ნაპოლისთან დადებული ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულის პერიოდამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი