მოწვევა საუდის არაბეთიდან - რა გადაწყვიტა ლუჩანო სპალეტიმ » სპორტის ხაზი

მოწვევა საუდის არაბეთიდან - რა გადაწყვიტა ლუჩანო სპალეტიმ

მოწვევა საუდის არაბეთიდან - რა გადაწყვიტა ლუჩანო სპალეტიმ
24-07-2023, 16:21
Aa Aa
გაზიარება:

ნელ-ნელა ყველა იტალიური გამოცემა იმ აზრამდე მიდის, რომ ლუჩანო სპალეტი სამწვრთნელო კარიერას სულ მალე უნდა დაუბრუნდეს.

მაგალითისთვის, Kiss Kiss Naples-თან საუბრისას ჟურნალისტმა ენცო ბუკიონმა თქვა, რომ ლუჩანომ ახალი წინადადება საუდის არაბეთიდან მიიღო, თუმცა ტოსკანელმა უარი შემდეგი მიზეზით თქვა:

"მომდევნო ერთი წელი უსაქმოდ იქნება? - არა, ამას მხოლოდ დე ლაურენტისი ამბობდა და არა სპალეტი. ის უბრალოდ ისვენებს, თუმცა მისი დაბრუნება მალე უნდა შედგეს."

"ლუჩანომ ერთ-ერთ არაბულ კლუბს სარფიან შეთავაზებაზე უარი უთხრა, ის ევროპულ ფეხბურთში უნდა დაბრუნდეს, თანაც ძალიან მალე."
- თქვა ჟურნალისტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი