ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ მომდევნო სეზონის წინ მედიასთან ისაუბრა და მთავარი მიზნებიც გაგვაცნო:
"ჩემთვის მთავარი ისაა, რომ მშიერი და მოტივირებული გუნდი მყავდეს. ახლა იტალიაში საუკეთესო გუნდი ვართ და ეს სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომაა საჭირო."
"ოსიმენი? - მას ვესაუბრე და თავად მითხრა, რომ არსად წასვლა არ სურს. მოხარული ვარ, რომ ვიქტორი ჩვენთან ერთად იქნება და სასწაულების კეთებას განაგრძობს."
"კიმ მინ-ჯეს წასვლა? - მის შემცვლელს აქტიურად ვეძებთ, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაგვიმატებია." - თქვა გარსიამ
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო ამხანაგურ თამაშს დღეს, 20:00 საათზე სპალის წინააღმდეგ გამართავს.