წავა თუ არა კვარა ნაპოლიდან? - კრისტიან ძაკარდოს პასუხი » სპორტის ხაზი

წავა თუ არა კვარა ნაპოლიდან? - კრისტიან ძაკარდოს პასუხი

წავა თუ არა კვარა ნაპოლიდან? - კრისტიან ძაკარდოს პასუხი
18-07-2023, 13:04
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირების სურვილს აქტიურად გამოთქვამს ნიუკასლი, რომელიც შემადგენლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მასშტაბურ დონეზე გეგმავს.

როგორც დაიწერა, "კაჭკაჭები" ქართველ ფეხბურთელში 90-100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ და აურელიო დე ლაურენტისს წინადადებით სულ მალე მიმართავენ.

ამის შესახებ Goal Italia-მ შეკითხვა იმ ადამიანს დაუსვა, რომელმაც კვარას ნეაპოლურ ტრანსფერში უდიდესი წვლილი შეიტანა. აი, რა თქვა კრისტიან ძაკარდომ კვარაცხელიასა და ნიუკასლის შესახებ:

"ამაზე საუბარი არ მინდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან გასულ სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა, ახლა კი დაცდა და მოვლენებზე დაკვირვებაა საჭირო. არ მსურს, რომ ამ საქმეში გავერიო." - თქვა ძაკარდომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი