მას შემდეგ, რაც მიუნხენის ბაიერნში რობერტ ლევანდოვსკის წასვლის საკითხი დადგა, გერმანული გრანდი აქტიურად აკვირდებოდა ნაპოლის ნიგერიელ შემტევს, ვიქტორ ოსიმენს, თუმცა, როგორც ახლა დაიწერა, რეკორდმაისტერმა ამ ტრანსფერზე უარი საბოლოოდ თქვა.
ამის მიზეზი კი ტრანსფერში მოთხოვნილი მაღალი თანხაა - ნეაპოლური გუნდი ლიდერის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, ბუნდესლიგის მრავალგზის ჩემპიონები კი ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდას მიჩვეულები არ არიან და გამონაკლისის დაშვებას არც ახლა აპირებენ.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე 24 წლის ნიგერიელის დამატების ყველაზე დიდი სურვილს მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ და ლონდონის ჩელსი იჩენს.
რაც შეეხება ოსიმენსა და ნაპოლის შორის არსებულ კონტრაქტს, ვადა 2025 წლის ზაფხულში გასდის.