"მუდრიკი 100 მილიონად? მაშინ ხვიჩა მინიმუმ 300 მილიონი ღირს" - რუმინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქართველზე » სპორტის ხაზი

"მუდრიკი 100 მილიონად? მაშინ ხვიჩა მინიმუმ 300 მილიონი ღირს" - რუმინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქართველზე

"მუდრიკი 100 მილიონად? მაშინ ხვიჩა მინიმუმ 300 მილიონი ღირს" - რუმინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქართველზე
19-01-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

რუმინეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ილიე დუმიტრესკუმ "ჩელსი" მიხაილო მუდრიკში გადახდილი 100 მილიონი ევროს გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ უკრაინელის სანაცვლოდ ამხელა თანხა გადაიხადეს, მაშინ ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი უნდა იყოს.

"მართალი გითხრათ მუდრიკის თამაში არ მინახავს, მაგრამ მასში გადახდილი 100 მილიონი იმაზე მეტყველებს, რომ იგი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ვნახოთ რას იზამს პრემიერ-ლიგაში, მაგრამ მოდით ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიმ 12-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მას შემდეგ 21 წლის შემტევი და იტალიური კლუბი დაფრინავს, ამიტომ თუ მუდრიკში 100 მილიონს იხდი, მაშინ ხვიჩა მინიმუმ 300 მილიონი ღირს"

"მუდრიკი 100 მილიონად? მაშინ ხვიჩა მინიმუმ 300 მილიონი ღირს" - რუმინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქართველზე

ჩელსის მუდრიკში ამხელა თანხის გადახდის გამო ბევრი აკრიტიკებს

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიიწერა. აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემებით ქართველი იტალიის ჩემპიონატის მეორე საუკეთესო ასისტენტია, მის წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, მილინკოვიჩ სავიჩი დგას, რომლის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი