ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კითხვა ფრანგული გუნდის დამრიგებელ ლუის ენრიკეს დაუსვეს, რომელმაც დუმილი და დიპლომატიური გზა არჩია.
არა, არა. მომწონს ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან, მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებ. მხოლოდ პსჟ-ს ფეხბურთელებზე საუბარი შემიძლია.
- თქვა ენრიკემ.
როგორც იწერება, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიასთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ქართველი მოთამაშის ანაზღაურება კი 8-9 მილიონი ევრო იქნება.