იტალიელი სპეციალისტი ენრიკო ფედელე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადაბარგების შესაძლო ფაქტს ეხმაურება და ამის მიზეზებს განმარტავს.
"რას ვფიქრობ კვარაზე? ვთვლი, რომ მასთან დამოკიდებულებაში კლუბმა დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან ფაქტია ის კლუბში ყველაზე უფრო დაუფასებელი ფეხბურთელია, ასე კი საქმე არ კეთდება.
როცა სხვებს კონტრაქტები გაუუმჯობესდა, ხვიჩას 1.3 მილიონიანი ხელფასი დაუტოვეს და გოლინზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდა - ეს პატივისცემის ამბავია, სულ რომ 100 ევრო მოემატებინათ, ნაპოლისგან კარგი ჟესტი იქნებოდა.
ძველი გასამარჯელოს დატოვებით კი ხვიჩა იმედგაცრუებული დატოვეს და პრაქტიკულად უთხრეს: "შენ ჩემი მონა ხარ", - განაცხადა ფედელემ.