კვარაცხელიას "პრემიერ ლიგაში" ელოდებიან » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას "პრემიერ ლიგაში" ელოდებიან

კვარაცხელიას "პრემიერ ლიგაში" ელოდებიან
22-09-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილი ცხელი ემოციები არ ცხრება, რაზეც ქართველისადმი სხვადასხვა ქვეყანაში დაწერილი თუ წარმოთქმული ფრაზები მოწმობს. ქართველ შემტევს "ნაპოლისთან" ერთად ჯერ სეზონის ნახევარიც კი არ გაუვლია, მაშინ როცა მასზე უამრავი კლუბის გულშემატკივარი გამოთქვამს გადაბირების სურვილს. სწორედ ასე, "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები სოციალური ქსელების მეშვეობით მიმართავენ ხელმძღვანელობას კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე:

"გთხოვთ, იყიდეთ კვარაცხელია"

"მოიყვანეთ ეს ბიჭი, ის ორივე ფეხით კარგად თამაშობს და სტერლინგის იდეალური შემცვლელი იქნება".

"ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ის გუნდისთვის უფრო კარგი იქნება, ვიდრე რაფაელ ლეაო, რომლის ყიდვაც ასე ძალიან გვსურს"

"ყველა წმინდანის სიყვარულისთვის, გემუდარებით, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია იყიდეთ" - წერენ "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი