ნიუკასლის ინტერესის ფონზე - ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩას გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს » სპორტის ხაზი

ნიუკასლის ინტერესის ფონზე - ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩას გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს

ნიუკასლის ინტერესის ფონზე - ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩას გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს
19-07-2023, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

ნიუკასლის დიდი ინტერესის ფონზე, ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო - იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, აპოლის პრეზიდენტი ქართველ შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობს.

როგორც იწერება, ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივება იგეგმება, 2029 წლამდე გახანგრძლივების ვარიანტით - ხელფასის სახით კი ხვიჩა ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს მიიღებს (ამჟამად 1.2 მილიონს გამოიმუშავებს).

ცნობისთვის, მოქმედი კონტრაქტი ხვიჩას ნაპოლისთან 2027 წლამდე აკავშირებს, პარალელურად კი ნიუკასლი მზადაა ქართველის სანაცვლოდ იტალიურ გუნდს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა, ნაპოლის ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი