დამაჯერებელი შედეგი | ნაპოლიმ პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა » სპორტის ხაზი

დამაჯერებელი შედეგი | ნაპოლიმ პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა

დამაჯერებელი შედეგი | ნაპოლიმ პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა
21-07-2023, 12:06
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ რუდი გარსიას ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა გამართა და ანაუნე დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.

ამ გუნდის პირისპირ სათამაშოდ ფრანგმა სპეციალისტმა ლიდერები არ გამოიყენა. მაგალითისთვის, ანაუნესთან მინდორზე არ გამოჩენილან ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, სტანისლავ ლობოტკა, პიოტრ ჟიელინსკი და სხვები.

საგულისხოა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მედიაში რუდი გარსიას კომენტარი გავრცელდა, გთავაზობთ მას:

"ბიჭები ბევრს მუშაობენ. ისინი ბედნიერები არიან, რომ ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ და მომავალშიც მაქსიმუმს გაიღებენ. ახლა მაისურზე იტალიის დროშით ვთამაშობთ და ფეხბურთელები კიდევ უფრო მოტივირებულები არიან. მათ ეს დაიმსახურეს, მაგრამ ახლა ისინიც ვალდებულები არიან, რომ ყოველთვის მაქსიმალურად დაიხარჯონ."

"ანაუნესთან ამხანაგურ მატჩში ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, იმის გათვალისწინებით, რომ შეკრება ახლახან დავიწყეთ. შვებულებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ფეხბურთელების თამაშს ვერ გავრისკავდით, რადგან ახლა ფიზიკური კონდიციები ყველაზე მნიშვნელოვანია."


ცნობისთვის, ნაპოლი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 დღეში, 24 ივლისს სპალის წინააღმდეგ გამართავს და ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებაც სწორედ ამ მატჩში უნდა შედგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი