"პირველ რიგში, ეს არის ჩემი მიზანი" - კიმ მინ ჯეს კომენტარი ბაიერნში ტრანსფერის შემდეგ » სპორტის ხაზი

"პირველ რიგში, ეს არის ჩემი მიზანი" - კიმ მინ ჯეს კომენტარი ბაიერნში ტრანსფერის შემდეგ

"პირველ რიგში, ეს არის ჩემი მიზანი" - კიმ მინ ჯეს კომენტარი ბაიერნში ტრანსფერის შემდეგ
19-07-2023, 17:25
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა აწ უკვე ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი, კიმ მინ ჯე ოფიციალურად დაიმატა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბაიერნში ტრანსფერის შემდეგ, სამხრეთ კორეელმა მცველმა მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა:

"კლუბთან მოლაპარაკებების დროს, თავიდანვე ცხადი იყო ჩემთვის, თუ რამდენად დიდი იყო დაინტერესება ჩემდამი - უპირველეს ყოვლისა, ჩემი მიზანი ბევრი თამაშის ჩატარებაა, გარდა ამისა, იმდენი ტიტულის მოგება მსურს, რამდენიც შესაძლებელია.

ბაიერნში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მოუთმენლად ველოდები ყველაფერს, რაც მიუნხენში მელოდება. ჩემთვის ეს ახალი ეტაპის დასაწყისია და განვითარებას აქ გავაგრძელებ
", - აღნიშნა 26 წლის მცველმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი