24 ივლისიც დადგა - დღეს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ვნახავთ » სპორტის ხაზი

24 ივლისიც დადგა - დღეს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ვნახავთ

24 ივლისიც დადგა - დღეს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ვნახავთ
24-07-2023, 11:47
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელია შვებულებიდან იტალიაში დაბრუნდა და ნაპოლის მომდევნო სეზონისთვის მზადებაში შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლურმა გუნდმა ერთი სატესტო მატჩი უკვე გამართა, თუმცა იქ კვარას მონაწილეობა არ მიუღია, ისევე როგორც სხვა წამყვან მოთამაშეებს. ახლა კი დადგა 24 ივლისი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეში კვარას, ოსიმენს, ლობოტკას და სხვა ლიდერებს ვიხილავთ.

დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ნაპოლი ამხანაგურ შეხვედრას სპალის წინააღმდეგ გამართავს და რუდი გარსიასაც პირველად მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კვარაცხელია საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოს.

ცნობისთვის, ნაპოლის დარჩენილი ამხანაგური მატჩები ჰატაისპორთან (29 ივლისი), ჟირონასთან (2 აგვისტო), აუგსბურგთან (6 აგვისტო) და აპოლონთან (11 აგვისტო) გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი