"ფაშისტურ სიმღერებს მღეროდნენ" - ხორვატ გულშემატკივრებს პატიმრობა და ჯარიმები დაეკისრათ

30 დღიანი პატიმრობა და 1 წლიანი აკრძალვა ეროვნული და საკლუბო გუნდების მატჩებზე დასწრებაზე მიესაჯა 10 ხორვატ ფანს, შეუსაბამო სიმღერებისთვის, გასულ სამშაბათს, ხორვატიისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების მიმდინარეობისას.

18-10-2023, 18:58
გიორგი მამარდაშვილი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
18-10-2023, 17:01
"მაინცმა" ელ ღაზი პალესტინის მხარდაჭერის გამო გუნდიდან მოკვეთა
ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში სამყარო ორ ნაწილადაა დაყოფილი, ხოლო არაერთმა ფეხბურთელმა პალესტინას უკვე საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა.
18-10-2023, 12:48
"ამ დღეს დიდი ხანი ველოდი", - ხოჭოლავა 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
დავით ხოჭოლავამ ბოლო 6 თვეში 2 ოპერაცია გაიკეთა - ჯერ ერთ ფეხზე, რომლის შემდეგაც ზაფხულში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მას მეორე ფეხზეც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რის გამოც ახალი სეზონის სტარტიც გამოტოვა.
18-10-2023, 12:36
ბენზემას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში დებენ ბრალს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კარიმ ბენზემას სერიოზულ ბრალდებას უყენებს - შინაგან საქმეთა მინისტრი მადრიდის "რეალის" ლეგენდას მუსლიმურ ტერორისტულ დაჯგუფება "მუსლიმ ძმებთან" კავშირში ადანაშაულებს.
18-10-2023, 12:31
დი მარია: "სანაკრებო კარიერის ამ დროს დავასრულებ"
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკისთვის აქტიური მზადება დაიწყო, აქ კი მონაწილეობას ლეო მესი და ანხელ დი მარიაც მიიღებენ.
18-10-2023, 10:30
"ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა" - ვეტერანი იტალიელი კვარაცხელიას ქორწინებაზე

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ მცხეთაში, დედათა მონასტერში ჯვარი დაიწერეს.

18-10-2023, 00:09
"ბარსელონა" დე იონგს სამუდამო კონტრაქტს უმზადებს
რამდენიმე სეზონის წინ ფრენკი დე იონგის კატალონიური კარიერა ერთი შეხედვით უნდა დასრულებულიყო, თუმცა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.
17-10-2023, 23:57
"არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო" - სვანაძე შვედეთთან მატჩს აფასებს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ბათუმში უგოლო ფრე ითამაშა.
17-10-2023, 23:56
“კვარამ ამ გოგოზე იქორწინა..” – როგორ ეხმაურება იტალიური მედია კვარას ქორწილს
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ, 16 ოქტომბერს ჯვარი დაიწერეს და მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადეს,რაც იტალიურმა მედიამ უყურადღებოდ არ დატოვა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნი“. – ვკითხულობთ იტალიურ მედიაში.

ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია უკვე წლებია ერთად არიან და მათი ურთიერთობა გამხელილი იყო.
17-10-2023, 22:42
ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა
ცოტა ხნის წინ, იტალიურ პრესაში სკანდალმა იფეთქა, კერძოდ ნაკრებისა და წამყვანი კლუბების ფეხბურთელები ბეთინგში ამხილეს

სანდრო ტონალის შემდეგ ბრალი "იუვენტუსის" ახალგაზრედა ვარსკვლავსაც დაუმტკიცდა.

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი სხვებთან შედარებით უფრო მკაცრ სასჯელს, 7 თვიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილ ბრიტანულ გამოცემა ''Sky sports''-ზე დაყრდნობით ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.

იტალიის ნაკრები მოქმედებაზე გადავიდა და სანდრო ტონალი, ნიკოლო ძანიოლოსთან ერთად არალეგალურ საიტებზე განთავსებული ფსონების გამო. ნაკრებიდან მოკვეთეს.

17-10-2023, 22:23
სანდრო ტონალის აგენტმა ფეხბურთელის დაავადებაზე ისაუბრა
ახლაგაზრდა იტალიელი ნახევარმცველის, სანდრო ტონალის აგენტმა პრესასთან ბოლო დროს გახმაურებულ საქმეზე კომენტარი გააკეთა.

საქმე ეხება იტალიურ მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ამბებს, რომელშიც "სკუადრა აძურას" ფეხბურთელებზე საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება.

კერძოდ, ჟურნალისტი სანდრო ტონალისა და ნაკრების სხვა რამოდენიმე ფეხბურთელს აზარტული თამაშებისაკენ მიდრეკილებაში ამხელს.

ამ საქმეზე განცხადება გააკეთა ფეხბურთელის აგენტმა და თქვა, რომ მისი კლიენტი ამჟამად დამოკიდებულებას ებრძვის და ცხოვრების რთულ ეტაპზეა, ხოლო მისი მიზანია, გხდეს იმ ახალგაზრდებისთვის ინსპირაცია, რომლებიც აზარტული თამაშებზე არიან დამოკიდებულნი, რამეთუ ეს დაავადებაა.
17-10-2023, 22:00
კატარულმა კონსორციუმმა მანჩესტერ იუნაიტედის შეძენაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო გასხვისების შესახებ, კერძოდ, კლუბის შეძენით კატარელი ინვესტორები ინტერესდებოდნენ.

მოლაპარაკებები საწყის ეტაპზე ჩავარდა, რადგან კლუბის ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ გლეიზერებს კლუბის უფრო ძვირად გაყიდვა სურთ.

შეიხი იასამი და მისი კომპანიონები კლუბს უკვე წლებია აკვირდებიან, თუმცა გლეიზერების მიერ დაწესებული ფასის გადახდას არ აპირებენ და ინგლისური გრანდის შეძენა გადაიფიქრეს.

ამ ამბავზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც წერს და ამბობს, რომ ამჟამად 100%-ით გამორიცხულია "იუნაიტედის" კატარელებისთვის მიყიდვა.
17-10-2023, 21:57