ნეიმარმა მოედანი საკაცით და ატირებული დატოვა - რამდენი ხანი გაუცდება ნეის » სპორტის ხაზი

ნეიმარმა მოედანი საკაცით და ატირებული დატოვა - რამდენი ხანი გაუცდება ნეის

ნეიმარმა მოედანი საკაცით და ატირებული დატოვა - რამდენი ხანი გაუცდება ნეის
18-10-2023, 12:51
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ურუგვაისთან 2:0 დამარცხდა.

მატჩის 42-ე წუთზე სელესაოს მთავარმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი საკაცით და ატირებულმა დატოვა. როგორც ბრაზილიურ პრესაში იწერება, ნეიმარს ჯერ სრულყოფილი გამოკვლევა არ ჩატარებია, თუმცა სავარაუდოდ ჯვარედინი იოგები დაიზიანა და 6-8 თვე იუქმებს.

მატჩის შემდეგ გავრცელდა კადრებიც, სადაც ნეიმარი სტადიონის ტერიტორიას ყავარჯნებით და დაფიქსირებული ფეხით ტოვებს, რაც ტრავმის სიმძიმისკენ მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ ურუგვაიმ ბრაზილიას სარეკორდო მაჩვენებელი დაუსრულა - სელესაოს საკვალიფიკაციო ეტაპზე 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი