ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ, 16 ოქტომბერს ჯვარი დაიწერეს და მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადეს,რაც იტალიურმა მედიამ უყურადღებოდ არ დატოვა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნი“. – ვკითხულობთ იტალიურ მედიაში.
ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია უკვე წლებია ერთად არიან და მათი ურთიერთობა გამხელილი იყო.