"ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა" - ვეტერანი იტალიელი კვარაცხელიას ქორწინებაზე » სპორტის ხაზი

"ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა" - ვეტერანი იტალიელი კვარაცხელიას ქორწინებაზე

"ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა" - ვეტერანი იტალიელი კვარაცხელიას ქორწინებაზე
18-10-2023, 00:09
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას დაქორწინებაზე იტალიური მედია "Radio Punto Nuovo-ს" ეთერში კომენტარი "ჯენოას" ყოფილმა მცველმა და მწვრთნელმა კლაუდიო ონოფრიმ გააკეთა:

"ახალგაზრდულ ასაკში დაქორწინებას ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი ყურადღების ცენტრში ხარ, როგორც კვარაცხელიაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ნაბიჯი, რომელიც ფსიქოლოგიურად სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის. როდესაც მშვიდი მეუღლე ასეთივე სიმშვიდეს გადმოგცემს, მართლაც მნიშვნელოვანია. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება". - განაცხადა ონოფრიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი