"არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო" - სვანაძე შვედეთთან მატჩს აფასებს. » სპორტის ხაზი

"არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო" - სვანაძე შვედეთთან მატჩს აფასებს.

"არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო" - სვანაძე შვედეთთან მატჩს აფასებს.
17-10-2023, 23:56
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ბათუმში უგოლო ფრე ითამაშა.

მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"დაძაბული შეხვედრა იყო, რასაც ველოდით, რადგან შვედეთი ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი თამაშის ხარისხი. დასანანია,საკმაო მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მივიჩნევ, რომ ბოლო ორ შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით და სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ, ამაზე სამუშაო გვაქვს, რაც ბიჭებმაც იციან. რაც გვქონდა დაგეგმილი, შევასრულეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს არის ახალი გზა, რომელსაც ამ ახალ თაობასთან ერთად გავდივართ. საწყისები კარგია, თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ. წელს ერთი თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წელს სხვა გუნდი ვიქნებით, რადგან შეთამაშების ხარისხი გაიზრდება და პლუს დაგვემატება რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი, განსაკუთრებით ფორვარდები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვჭირდება". - განაცხადა 42 წლის სპეციალისტმა,


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი