უდიდესი წარმატება - 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა » სპორტის ხაზი

უდიდესი წარმატება - 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა

უდიდესი წარმატება - 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა
17-10-2023, 20:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნითი მატჩი საქართველოს და ლიეტუვის ასაკობრივ ნაკრებებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

ჩვენი გუნდი მატჩის დებიუტში დაწინაურდა - მე-5 წუთზე, რეზი დანელიამ ეფექტური შორეული დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მეტოქეს გათანაბრება 3 წუთში შეეძლო, თუმცა ნედას გარბალიაუსკასის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი ყავლაშილმა მოიგერია. შეხვედრის საბოლოო აგნარიში 85-ე წუთზე დოვას გრუძინსკასმა დააფიქსირა. ჯგუფის მეორე მატჩი, ავსტრიის და დანიის ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.

ელიტ რაუნდის მატჩებს გიორგი ჩიტაურის გუნდი მომავალი წლის გაზაფხულზე ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინობა დეკემბერში გახდება ცნობილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი