"მაინცმა" ელ ღაზი პალესტინის მხარდაჭერის გამო გუნდიდან მოკვეთა » სპორტის ხაზი

"მაინცმა" ელ ღაზი პალესტინის მხარდაჭერის გამო გუნდიდან მოკვეთა

"მაინცმა" ელ ღაზი პალესტინის მხარდაჭერის გამო გუნდიდან მოკვეთა
18-10-2023, 12:48
Aa Aa
გაზიარება:

ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში სამყარო ორ ნაწილადაა დაყოფილი, ხოლო არაერთმა ფეხბურთელმა პალესტინას უკვე საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა.

ერთ-ერთი მათგანი "მაინცის" ფეხბურთელი ანვარ ელ ღაზიც იყო, რომელიც ამ პოზიციის გამო გერმანულმა კლუბმა დასაჯა. "მაინცმა" ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ანვარ ელ ღაზი ვარჯიშებიდან და თამაშებიდან მოკვეთოს. მან სოციალურ ქსელში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის თაობაზე დაიკავა პოზიცია, რომელიც კლუბისთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - წერს "მაინცი" ტვიტერზე.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მაინცის" მაისურით მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა. ის გერმანულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა გასულ ზაფხულში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.