"ბარსელონა" დე იონგს სამუდამო კონტრაქტს უმზადებს » სპორტის ხაზი

"ბარსელონა" დე იონგს სამუდამო კონტრაქტს უმზადებს

"ბარსელონა" დე იონგს სამუდამო კონტრაქტს უმზადებს
17-10-2023, 23:57
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე სეზონის წინ ფრენკი დე იონგის კატალონიური კარიერა ერთი შეხედვით უნდა დასრულებულიყო, თუმცა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.

Goal იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონა" მზადაა დე იონგს სამუდამო კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა ყველაფერი ფეხბურთელის ნებაზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ სამუდამო კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, დე იონგს პირველი 2 წელი ხელფასის შემცირება მოუწევს, ხოლო შემდეგ ანაზღაურება საგრძნობლად გაეზრდება. უცნობია, თანახმაა თუ არა ის ამ პირობებზე.

Sport-ის ინფორმაციით, ხუან ლაპორტა მთლიანად ამ საკითხზეა კონცენტრირებული და ყველაფერს აკეთებს ფრენკის დასარწმუნებლად, არადა, გასული სეზონის წინ, დე იონგის "ბარსელონადან" წასვლა თითქმის გარანტირებული იყო.

დე იონგი "ბარსელონას" 2019 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი