ბენზემას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში დებენ ბრალს » სპორტის ხაზი

ბენზემას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში დებენ ბრალს

ბენზემას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში დებენ ბრალს
18-10-2023, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კარიმ ბენზემას სერიოზულ ბრალდებას უყენებს - შინაგან საქმეთა მინისტრი მადრიდის "რეალის" ლეგენდას მუსლიმურ ტერორისტულ დაჯგუფება "მუსლიმ ძმებთან" კავშირში ადანაშაულებს.

"მას აქვს კავშირი მუსლიმურ ტერორისტულ ორგანიზაცია "მუსლიმ ძმებთან", - განაცხადა ჟერალდ დარმანინმა CNews-თან საუბრისას, მას შემდეგ, რაც კარიმმა ტვიტერზე პალესტინის მხარდამჭერი პოსტი დაწერა.

"ღაზას მცხოვრებლები კიდევ ერთხელ გახდნენ უსამართლო დაბომბვის მსხვერპლნი", - სწორედ ეს პოსტი გახდა ბენზემას მიმართ ბრალდების საფუძველი.

ჯერჯერობით, კარიმს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ეს ბენზემასთვის საფრანგეთთან დაკავშირებული პირველი გაუგებრობა არაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი