ფრანგულმა გაზეთმა, RmcSport-მა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლებს შეხვდა და ტრანსფერის დეტალები განიხილა.
როგორც ირკვევა, მხარეები ფეხბურთელის ნაპოლიდან პარიზულ გრანდში გადასვლას ოპტიმისტურად უყურებენ და ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
ცხადია, პარი სენ-ჟერმენის გააქტიურება მათი ლიდერის, კილიან მბაპეს გუნდიდან წასვლით აიხსნება. წესით, მბაპემ პსჟ 4 თამაშის შემდეგ უნდა დატოვოს და მადრიდის რეალში გადაინაცვლოს, მისი ადგილი კი კვარაცხელიასი გახდება.
ბოლო ცნობებით, აურელიო დე ლაურენტისი ქართველ გარემარბს 100 მილიონ ევროდ აფასებს, ამდენის გადახდა კი პარიზელებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.