"ყველაფრის ფასად დატოვეთ" - იტალიელები ნაპოლის პრეზიდენტს ხვიჩას შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ » სპორტის ხაზი

"ყველაფრის ფასად დატოვეთ" - იტალიელები ნაპოლის პრეზიდენტს ხვიჩას შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ

"ყველაფრის ფასად დატოვეთ" - იტალიელები ნაპოლის პრეზიდენტს ხვიჩას შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ
20-05-2024, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სულ რაღაც 1 ტურია დარჩენილი. მოსალოდნელია, რომ ნაპოლიმ სერია A-ში ევროტურნირების მიღმა დარჩება და მომდევნო სეზონიდან მხოლოდ შიდა ჩემპიონატზე იქნება ორიენტირებული.

უკვე ბევრგან დაიწერა, რომ ნაპოლი ვიქტორ ოსიმენმა უნდა დატოვოს, რომელსაც ძირითადად პარი სენ-ჟერმენს უკავშირებენ. ამის პარალელურად, ნაპოლის ფანები სოც.ქსელებიდან დე ლაურენტისს კვარაცხელიას შენარჩუნებისკენ აქტიურად მოუწოდებენ.

აი, რას წერენ ნეაპოლური გუნდის ფანები ინტერნეტში:

"ჩვენი გმირი გუნდში ყველაფრის ფასად უნდა შევინარჩუნოთ"

"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მაქსიმალურ კომფორტს უნდა ვუქმნიდეთ"

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კვარაცხელიას გუნდიდან გაშვება, რადგან მის გარეშე სრულიად უღიმღამო გუნდი გავხდებით"

"ოსიმენის წასვლა გულსატკენია, კვარას მიყოლება კი ნამდვილი დასამარება იქნება"

"არანაირი ფული არ ღირს კვარაცხელიას გაყიდვად"

"იმედი მაქვს, რომ დე ლაურენტისი თავის ბიზნესებს დაივიწყებს და ხვიჩას შეინარჩუნებს"

"როდესაც გუნდში ხვიჩა გყავს, სერია A-ს მოგების შანსი მუდმივად გინარჩუნდება"

"ეს სეზონი არ გამოგვივიდა, მაგრამ თუ კვარაცხელიას ძლიერ ფეხბურთელებს მოვუყვანთ, მაშინ ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება"

"ვერავინ შეძლო სპალეტის გარდა ხვიჩას იდეალურად გამოყენება"

"ხვიჩა დარჩება, ის ნეაპოლის გულია"
, - წერენ ნაპოლის ფანები სოც.ქსელებში.

ბოლოს ხვიჩა კვარაცხელია ოსიმენთან ერთად პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირეს, თუმცა დე ლაურენტისმა თქვა, რომ ქართველის სხვა გუნდში გაშვებას არ აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი