დიდი გრანდი გიორგისთვის - მიქაუტაძის ტრანსფერით ატლეტიკო მადრიდი ინტერესდება » სპორტის ხაზი

დიდი გრანდი გიორგისთვის - მიქაუტაძის ტრანსფერით ატლეტიკო მადრიდი ინტერესდება

დიდი გრანდი გიორგისთვის - მიქაუტაძის ტრანსფერით ატლეტიკო მადრიდი ინტერესდება
10-05-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო ჟურნალისტის, რობინ ბეირნერის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკო გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

როგორც ჟურნალისტი წერს, მიქაუტაძის ლიგა 1-ში თამაში ატლეტიკოსთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბეირნერი ამბობს, რომ სიმეონეს გიორგი მიქაუტაძის სახით საფრანგეთის ლიგის საუკეთესო ფორვარდის გადაბირება აქვს გადაწყვეტილი.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფორვარდისთვის აიაქსში სეზონი ცუდად დაიწყო, მან მეცში სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალა და აბსოლუტურად ყველა კრიტიკოსი გააჩუმა.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო, რასაც ქართველმა 4 საგოლე გადაცემაც დაურთო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი