"ამ დღეს დიდი ხანი ველოდი", - ხოჭოლავა 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა » სპორტის ხაზი

"ამ დღეს დიდი ხანი ველოდი", - ხოჭოლავა 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

"ამ დღეს დიდი ხანი ველოდი", - ხოჭოლავა 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
18-10-2023, 12:36
Aa Aa
გაზიარება:

დავით ხოჭოლავამ ბოლო 6 თვეში 2 ოპერაცია გაიკეთა - ჯერ ერთ ფეხზე, რომლის შემდეგაც ზაფხულში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მას მეორე ფეხზეც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რის გამოც ახალი სეზონის სტარტიც გამოტოვა.

4 აპრილის შემდეგ მან პირველად გუშინ, "მიდტიულანდის" წინააღმდეგ ითამაშა. ბუნებრივია, ამხელა პაუზის შემდეგ ხოჭოლავა ოპტიმალურ ფორმაში არ გახლდათ.

მატჩის შემდეგ მან "კოპენჰაგენის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა:

"როგორც იქნა, ეს მომენტიც დადგა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი. მთავარია, რომ ფეხებში ტკივილს აღარ ვგრძნობ. ბოლო 1 კვირა კარგად არც მეძინა, ადრე ვიღვიძებდი და ვვარჯიშობდი, რომ ამ შეხვედრისთვის კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. უბედნიერესი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ საშინაო არენაზე", - განაცხადა ხოჭოლავამ.

ცნობისთვის, დავითს საქართველოს ნაკრების მაისურით 2022 წლის შემდეგ აღარ უთამაშია - ბოლოს ის ჯვაროსნების ღირსებას გიბლარტარის წინააღმდეგ იცავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი