ბოლო სიახლეებიგვერდი 128
"უკრაინა იტალიამ გაქურდა" - დე ლაურენტისი
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკრაინისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირებისას მომხდარ ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს, სადაც იტალიელმა კრისტანტემ მუდრიკი წააქცია, მსაჯმა კი პენალტი არ დანიშნა.
22-11-2023, 12:32
“ეს მოლაპარაკებები მარტივად გაგრძელდება“ - ჯუზეპე მაროტა
მილანის “ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პეპე მაროტამ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
21-11-2023, 22:00
ტედი რინერი UFC-ში? ძიუდოს ლეგენდას 15 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზეს
როგორც იაპონური გამოცემა “Tokyo Sports“ იუწყება, ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტს, 3-გზის ოლიმპიური ოქროს და 12 გზის მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მფლობელ ტედი რინერს დანა ვაითი დაუკავშირდა და UFC-თან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.

როგორც იაპონური მედია იუწყება, რინერის კონტრაქტი 15 მილიონი ევროს შეადგენს, რაც შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში სარეკორდო თანხაა. ასეთი კონტრაქტი არც ერთ MMA-ს მებრძოლს არ ქონია.

თვითონ 34 წლის ძიუდოისტისთვის ჯერ-ჯერობით პრიორიტეტად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა რჩება.

“მთლიანად პარიზის ოლიმპიადაზე ვარ ფოკუსირებული, ჩემი მიზანია გავხდე საუკეთესო ჩემს დისციპლინაში და დავამარცხო საუკეთესოები ჩემს წონაში“ - განაცხადა ტედი რინერმა “Tokyo Sports“-თან.
21-11-2023, 20:00
“დღეს ვიქტორ როკე ყველაზე დახვეწილი ბრაზილიელი ფორვარდია“ - რომარიო
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, თავისი თაობის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრ ფორვარდმა რომარიომ ბარსელონას ახლად შეძენილ ფეხბურთელზე, ვიქტორ როკეზე ისაუბრა.
21-11-2023, 19:30
“ვირტუსის“ რთული გამარჯვება და შენგელიას სტატისტიკა “ბრეშასთან“
იტალიის ჩემპიონატის ლიდერმა “ვირტუს“ ბოლონიამ ჩემპიონატის მე-8 შეხვედრა ჩაატარა. ბოლონიელების მეტოქე “ბრეშა“ იყო და მეტოქე რთულ მატჩში 88:76-ით დაამარცხა.
21-11-2023, 19:18
საქართველო 0 - 4 ესპანეთი, 19-წლამდელთა ნაკრები მარცხის მიუხედავად ელიტ რაუნდში გავიდა.
დღეს, 21 ნოემბერს მიხელი მესხი 2-ზე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ესპანელ თანატოლებთან 0-4 წააგო.
21-11-2023, 19:06
ლუის ფაბიანო ერლინგ ჰალანდის შესახებ: "მეც დავამყარებდი ყველა საგოლე რეკორდს, რომელიც ჰალანდის აქვს"
ლუის ფაბიანო ერლინგ ჰოლანდს აკრიტიკებს და ამბობს,რომ ის უფრო კარგად შეძლებდა მის ადგილზე თამაშს.
21-11-2023, 18:57
“პირველ რიგში ადამიანები ვართ, უფრო ძლიერი დაბრუნდები მეგობარო“ - კარვახალი გავის
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებთან მატჩისას, „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა გავიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, მან წინა ჯვარედინი იოგები სრულიად გაიწყვიტა რის გამოც მას სეზონის ნაადრევად დასრულება მოუწია.
21-11-2023, 18:35
“გულშემატკივრის ნდობის მოპოვებას გოლებით და კარგი თამაშით ვეცდები“ - კაი ჰავერცი
გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, არსენალის გერმანელი ფეხბურთელის, კაი ჰავერცის განცხადებას აქვეყნებს:
21-11-2023, 18:05
კვარაცხელია მბაპეს შემცვლელად? რა მოხდება თუ მბაპე პარიზიდან  წავა?
როგორც იცით, ჯერ კიდევ გაურკვეველია კილიან მბაპეს მომავალი. ჯერ-ჯერობით არავინ არ იცის დარჩება თუ არა ფრანგი შემტევი “პსჟ“-ში.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა “90min“ წერს, რომ მბაპეს წასვლის შემთხვევაში, პარიზელების პრიორიტეტული ტრანსფერი „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გახდება.

მბაპეს დამატებასთან ყველაზე ახლოს კვლავ მადრიდის “რეალია“. რაც შეეხება ხვიჩას, მისი სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევროა.
21-11-2023, 17:30