"უკრაინა იტალიამ გაქურდა" - დე ლაურენტისი » სპორტის ხაზი

"უკრაინა იტალიამ გაქურდა" - დე ლაურენტისი

"უკრაინა იტალიამ გაქურდა" - დე ლაურენტისი
22-11-2023, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკრაინისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირებისას მომხდარ ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს, სადაც იტალიელმა კრისტანტემ მუდრიკი წააქცია, მსაჯმა კი პენალტი არ დანიშნა.

"მართალი გითხრათ, რაც უკანასკნელ ხანს ვნახე, იტალიამ უკეთ ითამაშა, ვიდრე უმეტეს შემთხვევაში და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაიმსახურა. უკრაინა ომის გამო მოტივირებული იყო, ჰქონდა ოცნება, მაგრამ ეს რეალობად ვერ იქცა. ადვილი რომ იყოს, ეს ოცნება არ იქნებოდა.

არავის უნდა, ნახოს, როგორ ქურდავენ გუნდს ისე, როგორც გუშინ საღამოს უკრაინა იტალიამ გაქურდა. იქ აშკარად პენალტი უნდა დაენიშნათ"
- ამბობს ლაურენტისი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი