ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მილანმა ნაპოლი ორივე მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა დასრულებულია.
შეხვედრის 36-ე წუთზე მილანელთა საჯარიმოში რაფაელ ლეაომ ნაპოლის შემტევი ირგვინ ლოსანო წააქცია და მსაჯმა საკამითო ეპიზოდში პენალტი არ დანიშნა, მეტიც - შეხვედრის მთავარი არბიტრი ეპიზოდის გადასამოწმებლადაც არ წასულა და VAR-ს ენდო, რამაც ფაქტია კითხვის ნიშნები დატოვა.
აღნიშნულ ეპიზოდზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პენალტი აუცილებლად დასადები იყო.
"პირველი ტაიმის ბოლოს ლეაომ ლოსანოზე თამაშის წესი დაარღვია. 100%-იანი პენალტი იყო და ეს დღესავით ნათელია - არ შეიძლება ასეთი რაღაცები ვერ დაინახო", - განაცხადა სპალეტიმ.