ძანიოლო: "ევროპის ჩემპიონატის ტიტული უნდა დავიცვათ" » სპორტის ხაზი

ძანიოლო: "ევროპის ჩემპიონატის ტიტული უნდა დავიცვათ"

ძანიოლო: "ევროპის ჩემპიონატის ტიტული უნდა დავიცვათ"
22-11-2023, 02:48
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრების გარემარბი ნიკოლო ზანიოლო თვლის, რომ უკრაინის წინააღმდეგ რთული მატჩი იყო. ევროპის კვალიფიკაციაზე საუბრისას, შემტევმა განმარტა, რომ იტალიას ევალებოდა ტიტულის დაცვა მომდევნო ზაფხულში.

"უკრაინას აქვს სწრაფი ტემპი და ძლიერია კონტრშეტევებზე. მომავალში დაცვაში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს იყო ღირებულებებით სავსე მატჩი და დღეს სახლში გახარებულები მივდივართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვმონაწილეობთ."

"თითოეულმა მწვრთნელმა რაღაც მნიშვნელოვანი მოგვცა, მანჩინიდან სპალეტამდე. ისეთი ენთუზიაზმია, როგორც ადრე. ჩვენ ვიცოდით მატჩის მნიშვნელობა და ვიქცეოდით, როგორც ოჯახი."

"ტიტული უნდა დავიცვათ. ჩვენ ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ. იქ ყოფნა თითქმის მოვალეობა იყო."


შეგახსენებთ,რომ იტალიელი შემტევი "ასტონ ვილაში" იჯარით წელს გადაბარგდა "გალათასარაიდან".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი