ბრემერს პრემიერ ლიგაში თამაში სურს » სპორტის ხაზი

ბრემერს პრემიერ ლიგაში თამაში სურს

ბრემერს პრემიერ ლიგაში თამაში სურს
21-11-2023, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის "იუვენტუსის" მცველმა გლეისონ ბრემერმა "The Telegraph" - თან ინტერვიუში ისაუბრა მის სამომავლო გეგმებზე.


ინგლისში რამდენიმე მისაბაძი მაგალითი მყავს, რომლებიც ჩემის მსგავსად ცენტრალურ მცველად თამაშობენ. მე ვუყურე დავიდ ლუიზს ჩელსიში,რომელიც პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.ასევე, ვინსენტ კომპანი მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც იგი მანჩესტერ სიტიში თამაშობდა."

"მე მომწონს ლა ლიგა და პრემიერ ლიგა, მაგრამ პრემიერ ლიგა არის ძალიან საინტერესო ჩემპიონატი. ვუყურებ ბევრ მატჩს და ისინი ძალიან გასართობია. ერთ დღესაც მინდა პრემიერ ლიგაში თამაში, მაგრამ ახლა კონცენტრირებული ვარ იუვენტუსზე და მათთან ერთად ტიტულების მოგებაზე, ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მსოფლიოში."


შეგახსენთ, რომ ბრაზილიელი მცველი "ტორინოდან" 41 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა ტურინის "იუვენტუსში".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი