მილანის “ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პეპე მაროტამ ლაუტარო მარტინესის კონტრაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ლაუტაროს კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენთან ერთად მრავალი სეზონის ჩატარება უნდა. ჩვენ ერთ აზრზე ვართ და ეს მოლაპარაკებები მარტივად გაგრძელდება“ - პეპე მაროტა
ლაუტაროს მიმდინარე სეზონში “ინტერის“ მაისურით 16 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, არგენტინელი ფორვარდი 12 გოლით “სერია ა“-ს საუკეთესო ბომბარდირია.