სანიოლიმ დაანონსა - როდის შეიძლება წავიდეს ფრანგი სპეციალისტი » სპორტის ხაზი

სანიოლიმ დაანონსა - როდის შეიძლება წავიდეს ფრანგი სპეციალისტი

სანიოლიმ დაანონსა - როდის შეიძლება წავიდეს ფრანგი სპეციალისტი
21-11-2023, 22:44
Aa Aa
გაზიარება:

ვილი სანიოლი 2021 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

ამ დროისთვის სანიოლთან ერთად საქართველოს ნაკრებმა, ერთა ლიგის C ზონის ჯგუფი მოიგო და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან მის შედეგებზე ისაუბრა და შემდეგი რამ აღნიშნა:

"ჩემი სამუშაოს შეფასება ევროზე მოხვედრით არ უნდა განისაზღვრებოდეს, შეიძლება ისტორიულ შედეგს მივაღწიოთ, ან შანსი ხელიდან გავუშვათ, მაგრამ შესაძლოა აქ მუშაობა გართულდეს, რადგან ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მოითხოვს.

შესაძლოა, რაღაც მომენტში გუნდს ახალი სისხლი დასჭირდეს, განსხვავებული ხედვებითა და იმპულსებით, რომელიც უკეთეს შედეგს მოიტანს.

რომ შევაჯამოთ, ვილი სანიოლი არ ასახელებს ზუსტ თარიღს როდის შეიძლება დატოვოს დაკავებული პოსტი, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ დადგება ის მომენტი, როცა გუნდში ცვლილებები იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლთან ერთად საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა და ამ გზით კონტინენტის პირვლობაზე ვერ მოხვედრის შემდეგ, ჩვენი შანსი ერთა ლიგის პლეი-ოფში რჩება, სადაც ჯერ ლუქსემბურგს შევხვდებით და ფინალში გასვლის შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულთან გავიყოფთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.