ტედი რინერი UFC-ში? ძიუდოს ლეგენდას 15 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზეს » სპორტის ხაზი

ტედი რინერი UFC-ში? ძიუდოს ლეგენდას 15 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზეს

ტედი რინერი UFC-ში? ძიუდოს ლეგენდას 15 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზეს
21-11-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იაპონური გამოცემა “Tokyo Sports“ იუწყება, ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტს, 3-გზის ოლიმპიური ოქროს და 12 გზის მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მფლობელ ტედი რინერს დანა ვაითი დაუკავშირდა და UFC-თან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.

როგორც იაპონური მედია იუწყება, რინერის კონტრაქტი 15 მილიონი ევროს შეადგენს, რაც შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში სარეკორდო თანხაა. ასეთი კონტრაქტი არც ერთ MMA-ს მებრძოლს არ ქონია.

თვითონ 34 წლის ძიუდოისტისთვის ჯერ-ჯერობით პრიორიტეტად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა რჩება.

“მთლიანად პარიზის ოლიმპიადაზე ვარ ფოკუსირებული, ჩემი მიზანია გავხდე საუკეთესო ჩემს დისციპლინაში და დავამარცხო საუკეთესოები ჩემს წონაში“ - განაცხადა ტედი რინერმა “Tokyo Sports“-თან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.