“დღეს ვიქტორ როკე ყველაზე დახვეწილი ბრაზილიელი ფორვარდია“ - რომარიო » სპორტის ხაზი

“დღეს ვიქტორ როკე ყველაზე დახვეწილი ბრაზილიელი ფორვარდია“ - რომარიო

“დღეს ვიქტორ როკე ყველაზე დახვეწილი ბრაზილიელი ფორვარდია“ - რომარიო
21-11-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, თავისი თაობის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრ ფორვარდმა რომარიომ “ბარსელონას“ ახლად შეძენილ ფეხბურთელზე, ვიქტორ როკეზე ისაუბრა.

“დღეს არც ერთი ბრაზილიელი ფორვარდი არ არის ისეთი დახვეწილი, როგორც ვიქტორ როკე. “ბარსელონას“ ნამდვილად გაუმართლა, რადგან მისი დამატება ასეთ პატარა ასაკში შეძლო“ - რომარიო

კატალონიელები ბრაზილიელი ფორვარდის დარეგისტრირებას უკვე ზამთარში შეძლებენ, ჩავის თქმით როკეს აუცილებლად მიეცემა სათამაშო პრაქტიკა.

ვიქტორ როკეს ბრაზილიის “სერია ა“-ში “ატლეტიკო“ პარანაენსეს რიგებში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო კოპა ლიბერტადორესსზე 8 მატჩში 4 გოლი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი