ეს მოსალოდნელიც იყო - 4.4 მილიონი ხელფასის სახით და ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას » სპორტის ხაზი

ეს მოსალოდნელიც იყო - 4.4 მილიონი ხელფასის სახით და ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას

ეს მოსალოდნელიც იყო - 4.4 მილიონი ხელფასის სახით და ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას
21-11-2023, 20:52
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლით როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში კმაყოფილია და იტალიური გრანდი მზად არის ახალგაზრდა შემტევს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

ამაზე calciomercato საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ აძურას ერთ-ერთ ლიდერს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ის ჯერ ხელშეუხებელია, თუმცა მთავარი პრობლემატური საკითხი კვარაცხელიას ხელფასია - 1.3 მილიონი?!

ხვიჩას როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება გუნდის ახალი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით, ამიტომ როგორც აგენტს, ისევე ფეხბურთელს გაუმჯობესებული პირობები სურთ.

ნაპოლის პრეზიდენტი ამაზე ფიქრობს და როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო სძენს, დე ლაურენტისი "კვარადონას" ახალ კონტრაქტს (2029 წლამდე) შესთავაზებს და ფეხბურთელის ანაზღაურება 4.4 მილიონამდე გაიზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.