“პირველ რიგში ადამიანები ვართ, უფრო ძლიერი დაბრუნდები მეგობარო“ - კარვახალი გავის » სპორტის ხაზი

“პირველ რიგში ადამიანები ვართ, უფრო ძლიერი დაბრუნდები მეგობარო“ - კარვახალი გავის

“პირველ რიგში ადამიანები ვართ, უფრო ძლიერი დაბრუნდები მეგობარო“ - კარვახალი გავის
21-11-2023, 18:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებთან მატჩისას, „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა გავიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, მან წინა ჯვარედინი იოგები სრულიად გაიწყვიტა რის გამოც მას სეზონის ნაადრევად დასრულება მოუწია.

გავის ტრავმას გამოეხმაურა მისი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში და ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი საკლუბო ფეხბურთში მადრიდის “რეალის“ მცველი დანი კარვახალი.

“კონკურენტები და კოლეგები, მაგრამ პირველ რიგში ადამიანები. უფრო ძლიერი დაბრუნდები მეგობარო“ - წერს დანი კარვახალი სოციალურ ქსელში.

უახლოეს დღეებში გავის ოპერაცია ჩაუტარდება და მისი მოედანზე არ ყოფნის მიახლოებითი დროც გაირკვევა.

გავი საქართველოს ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო მინიმუმ 7 თვეს გამოტოვებს, საეჭვოა ესპანელის თამაში ევროპის ჩემპიონატზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.