"ადამიანური შეცდომაა, ბოდიში გულშემატკივარს" - იაშვილმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო » სპორტის ხაზი

"ადამიანური შეცდომაა, ბოდიში გულშემატკივარს" - იაშვილმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

"ადამიანური შეცდომაა, ბოდიში გულშემატკივარს" - იაშვილმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
21-11-2023, 23:06
Aa Aa
გაზიარება:

ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებზე და იმ უხერხულ მდგომარეობაზე, რომელიც კვარაცხელიას დისკვალიფიკაციამ გამოიწვია, კომენტარი სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა და განაცხადა.

",ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ.
"


შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან მატჩამდე უეფამ საქართველოს ფედერაციას გაუგზავნა ფეხბურთელა სია, რომლებიც ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებდნენ, თუმცა ამის შესახებ მოთამაშეებისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.