H  ჯგუფიდან გასული გუნდების ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის H ჯგუფში პორტუგალიის, ურუგვაის, სამხ.კორეისა და განას ეროვნული ნაკრებები ასპარეზობდნენ. როგორც წესი, მატჩები დაძაბული სცენარით მინდინარეობდა. პირველ ტურში პორტუგალიელები განას შეხვდნენ. სიმართლე რომ ითქვას, კრიშტიანუ რონალდუსა და კამპანიას მარტივი მატჩი არ ჰქონიათ. ამაზე შეხვედრის ანგარიშიც მეტყველებს. ანგარიში რონალდუმ 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა, თუმცა სხვაობა ანდრე აიუს გოლით მალევე აღადგინა. 78-ე წუთზე ჟოაო ფელიშის, 80-ეზე კი რაფაელ ლეაუს გოლებით პორტუგალია წინ გავიდა. განამ შეხვედრის ბოლოს ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. მატჩი 3-2 დასრულდა. რაც შეეხება ურუგვაისა და სამხ.კორეის შეხვედრას, ის 0-0 დასრულდა.
2-12-2022, 21:03
"ეს წვივსაფარი იმიტომ მიკეთია, რომ.." - გაიგეთ რატომ უკეთია ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს დროშიანი წვივსაფარი
გაიგეთ რატომ უკეთია ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს დროშიანი წვივსაფარი
2-12-2022, 14:35