მეცმა მიქაუტაძეს მაღალი ფასი დაადო - საქმეში 2 ინგლისური კლუბია » სპორტის ხაზი

მეცმა მიქაუტაძეს მაღალი ფასი დაადო - საქმეში 2 ინგლისური კლუბია

მეცმა მიქაუტაძეს მაღალი ფასი დაადო - საქმეში 2 ინგლისური კლუბია
1-06-2023, 18:18
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, წარმატებული სეზონის შემდეგ ფრანგული მეცის და საქართველოს ნაკრების შემტევზე, გიორგი მიქაუტაძეზე გუნდებმა "ნადირობა" გამოაცხადეს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Le10sport ირწმუნება, მეცი ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს, მათივე ინფორმაციით, ლიონი, რომელიც ქართველ ფორვარდს უკვე დიდი ხანია რაც აკვირდება, ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არის.

ამავე დროს, საქმეში 2 ინგლისური კლუბია - პრემიერლიგაში ბინადარი ბარნლი და ვულვზი მზად არიან მეცის ფინანსური მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ ლიგა 2-ის სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 23 გოლისა და 8 საგოლე გადაცემით შესრულება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი