"მან მითხრა თუ ვინ იქნება ნაპოლის შემდეგი მწვრთნელი" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"მან მითხრა თუ ვინ იქნება ნაპოლის შემდეგი მწვრთნელი" - იტალიელი ჟურნალისტი

"მან მითხრა თუ ვინ იქნება ნაპოლის შემდეგი მწვრთნელი" - იტალიელი ჟურნალისტი
2-06-2023, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში, კერძოდ Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ვრცელდება ადგილობრივი ჟურნალისტის, ვალტერ დი მაჯიოს კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ პარტენოპეის მომავალი მწვრთნელის ვინაობა იცის.

როგორც ის ამბობს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა და მისმა მეგობარმა, ალესანდრო ალკიატომ მიაწოდა.

ალკიატოს თქმით, ნაპოლის მომდევნო დამრიგებელი არა ლუის ენრიკე და ჯან პიერო გასპერინი, არამედ ვინჩენცო იტალიანო იქნება, რომელიც ამ ეტაპზე ფიორენტინას მწვრთნელია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იტალიანო ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი იყო, რომელსაც ადგილობრივი მედია ლუჩანო სპალეტის შემცვლელად მოიაზრებდა. გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თავად დე ლაურენტისსაც, რამაც შესაძლოა, რომ ალკიატოს ინფორმაცია სიმართლედ აქციოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი