"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი საფეხბურთო მხეცია" - ჯოვანი სიმეონე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი საფეხბურთო მხეცია" - ჯოვანი სიმეონე

"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი საფეხბურთო მხეცია" - ჯოვანი სიმეონე
2-06-2023, 15:02
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედი, კერძოდ ჯოვანი სიმეონე ესპანურ მედიას განვლილი სეზონის შესახებ ესაუბრა და ყვველასგან როგორც ვიქტორ ოსიმენის, ისე ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გამოარჩია:

"ვიქტორ ოსიმენი არის სპონტანური, ფეთქებადი ფეხბურთელი, რომელიც წინასწარი გეგმებით არ თამაშობს. ის ბურთის მიღებიდან უმალვე შეტევაში მიდის, საოცრად ურტყამს და გოლის გატანა შეუძლია. ცხადია, ასეთი ფორვარდის შეჩერება მცველებს ძალიან უჭირთ, რადგან მათ არ იციან თუ რას უნდა ელოდონ ოსიმენისგან."

"რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მის ტალანტს თავიდანვე ვხედავდი, თუმცა როდესაც მინდორზეც ვიხილე, სწორედ აქ დავრწმუნდი, რომ კვარა ნამდვილი საფეხბურთო მხეცია."

"ვფიქრობ, კვარაცხელიას ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ მუდმივად მცველებზე მიდის და არაფერს უფრთხის მიუხედავად იმისა, თუ როგორი სიხისტით ეთამაშებიან მას მცველები."
- თქვა ჩოლიტომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი