"ეს ფოტოშოპი არ არის" - ალვარესის ვიზუალმა სიტის ქომაგებს ქინქლაძე გაახსენა » სპორტის ხაზი

"ეს ფოტოშოპი არ არის" - ალვარესის ვიზუალმა სიტის ქომაგებს ქინქლაძე გაახსენა

"ეს ფოტოშოპი არ არის" - ალვარესის ვიზუალმა სიტის ქომაგებს ქინქლაძე გაახსენა
2-06-2023, 18:18
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში არაერთი მანჩესტერ სიტის ფანკლუბი თუ უბრალოდ საგულშემატკივრო გვერდი აქვეყნებს გიორგი ქინქლაძისა და ხულიან ალვარესის ფოტოებს და ზედ აწერს, რომ მოთამაშეთა ვიზუალური მსგავსება ფოტოშოპით განპირობებული არ არის.

სწორედ ამას აკეთებს The Football Arena, რომელიც ახალგაზრდა ქომაგებს გიორგი ქინქლაძესა და მის მანჩესტერულ კარიერას ახსენებს:

"თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ფოტოზე მხოლოდ ხულიან ალვარესია, თუმცა ასე არაა. ამ ფოტოში მარცხნივ გიორგი ქინქლაძეა, ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ სიტიში შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა."

"გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიმ 22 წლის ასაკში მას შემდეგ გაიფრომა, რაც ქართველმა კარიერაში ძველ კლუბებთან ერთად 6 ტიტული მოიგო, ისევე როგორც ხულაინ ალვარესმა. ასევე, ქინქლაძე ერლინგ ჰოლანდის მამის გვერდით თამაშობდა."
- წერს საფეხბურთო გვერდი

"ეს ფოტოშოპი არ არის" - ალვარესის ვიზუალმა სიტის ქომაგებს ქინქლაძე გაახსენა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი