რამდენის გადახდა მოუწევს სპალეტის ნაპოლისთვის თუ მომდევნო სეზონში მწვრთნელად სხვაგან იმუშავებს? » სპორტის ხაზი

რამდენის გადახდა მოუწევს სპალეტის ნაპოლისთვის თუ მომდევნო სეზონში მწვრთნელად სხვაგან იმუშავებს?

რამდენის გადახდა მოუწევს სპალეტის ნაპოლისთვის თუ მომდევნო სეზონში მწვრთნელად სხვაგან იმუშავებს?
2-06-2023, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე იცით, ლუჩანო ნაპოლი სეზონის დასრულების შემდეგ ნაპოლის დატოვებს, ეს ოფიციალურად დადასტურებულია.

აღსანიშნავია, რომ 64 წლის სპეციალისტს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა, თუმცა მისი გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების ფონზე მოხდა.

მიუხედავად კლუბიდან წამოსვლისა და ყოველგვარი ვალდებულების მოხსნისა, ლუჩანო სპალეტის მომდევნო სეზონში სხვა კლუბში მუშაობა კონტრაქტის დეტალების გამო არ შეუძლია.

იმ შემთხვევაში თუ ლუჩანო 2023/2024 წლების სეზონში რომელიმე სხვა კლუბს გაწვრთნის, მაშინ მას ნაპოლისთვის 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რის შესახებაც La Gazzetta dello Sport-მა დაწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი