სეზონის TOP 21 | კვარა GOAL-მა მეცამეტე ადგილზე გაიყვანა » სპორტის ხაზი

სეზონის TOP 21 | კვარა GOAL-მა მეცამეტე ადგილზე გაიყვანა

სეზონის TOP 21 | კვარა GOAL-მა მეცამეტე ადგილზე გაიყვანა
2-06-2023, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

GOAL-მა 2022/2023 წლების სეზონის ტოპ 21 ფეხბურთელი გამოავლინა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მე-13 ადგილი დაიკავა:

"ის სრულიად უცხო მოთამაშე იყო, თუმცა მალე კვარადონა შეარქვეს. ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის აღმოჩენა და ნაპოლის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. მის აღნაგობას თუ დავაკვირდებით, ვიფიქრებთ, რომ მუშა ნახევარმცველია და არა ელიტური გარემარბი, თუმცა სხეული ხვიჩას შემთხვევაში მატყუარაა."

"კვარაცხელია სერია A-ში გაბრწყინების გარდა, ასევე კარგი იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მან ლივერპული მარტომ გაანადგურა. რა თქმა უნდა, მას წინ დიდი წარმატებები ელის."
- წერს გამოცემა

იხილეთ სრული სია

21. კიმ მინ-ჯე (ნაპოლი)
20. პედრი (ბარსელონა)
19. კარიმ ბენზემა (რეალი)
18. ნათან აკე (მანჩესტერ სიტი)
17. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
16. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი)
15. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)
14. ბუკაიო საკა (არსენალი)
13. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
12. მარტინ ოდეგორი (არსენალი)
11. როდრი (მანჩესტერ სიტი)
10. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)
9. ლიონელ მესი (პსჟ)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
7. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
6. რონალდ არაუხო (ბარსელონა)
5. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
4. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
2. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
1. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი