"მისი საფეხბურთო ოცნება სწორედ ესაა" - ბადრი კვარაცხელია თავის შვილზე » სპორტის ხაზი

"მისი საფეხბურთო ოცნება სწორედ ესაა" - ბადრი კვარაცხელია თავის შვილზე

"მისი საფეხბურთო ოცნება სწორედ ესაა" - ბადრი კვარაცხელია თავის შვილზე
2-06-2023, 12:16
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ამონარიდი იტალიელი მწერლის, ემანუელ ჯულიანელის წიგნიდან სახელად "კვარადონა ქართული სასწაული", სადაც ბადრი კვარაცხელია საზოგადოებას თავისი შვილის საფეხბურთო ოცნების შესახებ უმხელს:

"ხვიჩა თავის საქმეს პროფესიონალივით უყურებს, რის გამოც უმთავრესი ყოველი შემდეგი მატჩია. მისი მიზანია, რომ ეტაპობრივად, ნელ-ნელა განვითარდეს და უმაღლეს დონეს მიაღწიოს."

"მიუხედავად ამისა, ჩემს შვილს რამდენიმე საფეხბურთო ოცნება აქვს, ესენი კი ჩემპიონთა ლიგის მოგება, მადრიდის რეალში თამაში და საქართველოს ნაკრების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გაყვანაა."

"ამ ეტაპზე ხვიჩა არცერთ სხვა კლუბზე, მათ შორის არც რეალზე არ ფიქრობს, რადგან თავიდან ბოლომდე ნაპოლიზეა ორიენტირებული."
- ამბობს ბადრი კვარაცხელია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი