იუვენტუსმა გეგმა B შეიმუშავა - დე ლაურენტისი ჯუნტოლის შენარჩუნებას მაინც ახერხებს? » სპორტის ხაზი

იუვენტუსმა გეგმა B შეიმუშავა - დე ლაურენტისი ჯუნტოლის შენარჩუნებას მაინც ახერხებს?

იუვენტუსმა გეგმა B შეიმუშავა - დე ლაურენტისი ჯუნტოლის შენარჩუნებას მაინც ახერხებს?
2-06-2023, 15:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისი თავისი კლუბის წარჩინებული სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის შენარჩუნებას მაინც ახერხებს მიუხედავად იმისა, რომ მისით ტურინის იუვენტუსი უკვე რამდენიმე თვეა ინტერესდება:

"იუვენტუსი კრისტიანო ჯუნტოლის კვლავ ელოდება. ტურინელებს სპორტული დირექტორის პოსტზე ყველაზე მეტად სწორედ ჯუნტოლი სურთ, მხარეებს შორის კი მოლაპარაკებები უკვე ღრმა ფაზაშია შესული. მიუხედავად ამისა, იუვენტუსის ხელმძღვანელობას აურელიო დე ლაურენტისისგან მწვანე შუქი არ აქვთ ანთებული, რაც საქმეს ართულებს."

"სწორედ ამიტომ, იუვენტუსის მესვეურებმა უკვე სათადარიგო გეგმაც შეიმუშავეს იმ შემთხვევისთვის თუ ჯუნტოლის გადაბირებას ვერ მოახერხებენ. მათ სიაში ვხედავთ როგორც ჯოვანი მანას, ისე ფრანჩესკო კალვოს ვარიანტებს."
- წერს Spazionapoli

ფაქტი, რომ იუვენტუსი საქმის წარმატებაში დარწმუნებული აღარაა და გეგმა B შეიმუშავა იმაზე მიუთითებს, რომ კრისტიანო ჯუნტოლის ნაპოლიში დარჩენის საკითხი აურელიო დე ლაურენტისის საკეთილდღეოდ გადაიხარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი